ძიება თარიღით:
ყველა ღონისძიება
თარიღი: 2017-04-05
ანა კორძაია-სამადაშვილი - ბიბლიოთეკა
5 აპრილს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა უმასპინძლებს ანა კორძაია-სამადაშვილს, მწერალს, რომლის მოთხრობების კრებულის - "მე, მარგარიტას" წაკითხვა ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ ურჩია მკითხველს ვირჯინია ვულფის, ჰარპერ ლის, სილვია პლათის, ელის მანროს, მარგარეტ ეტვუდის და სხვა ასეთ ავტორთა წიგნებთან ერთად.
ლაიფციგის წიგნის ფესტივალიდან დაბრუნებული მწერლის საუბრის თემა "ბიბლიოთეკა" იქნება.