4 ოქტომბერს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა მიხეილ სააკაშვილის წიგნის - „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია. წიგნი პირველად უკრაინაში გამოიცა, მისი ქართულენოვანი ვერსია საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავად ისაუბრა ვიდეომიმართვაში.
წიგნში ის თვითონ საუბრობს თავისი ოჯახის ისტორიის შესახებ, იმ გარემოებებზე, რომლებმაც შექმნეს რევოლუციური ვითარება 2003 წელს, თავისი გუნდის ძალაუფლებაში მოსვლაზე.
წიგნში ასევე არის საუბრაი იმ რადიკალურ რეფორმებზე, რომელიც გუნდის მმართველობის 10 წლის განმავლობაში განხორციელდა. ამასთანავე მიხეილ სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ წარმატებაზე, ის წარუმატებლობასაც აფასებს. ყოველ თავში პარალელებია გავლებული უკრაინის დღევანდელ მდგომარეობასთან, რომელიც ავტორის ასევე საკუთარი გამოცდილების ნაწილია. წიგნში მოყვანილია ბევრი დეტალი, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი მედიისა და ფართო აუდიტორიისათვის.
ურახლოეს მომავალში წიგნი საქართველოში გაიყიდება. პრეზენტაციის ბოლოს ბიბლიოთეკის კაფის - „Library Café”-ს საზეიმო გახსნა გაიმართა.