სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას დღეს პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანჟეი ცეშკოვსკი ეწვია. ელჩმა გენერალ პულასკის თავისუფლების რაინდის ჯილდო და ხმალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2014 წლის 6 დეკემბერს გადაეცა, საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკის სამუზეუმო ექსპოზიციაში განათავსა.
საპატიო ჯილდოს გარდა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საელჩოსგან საჩუქრად პოლონეთის შესახებ წიგნები გადაეცა : „Out of the ordinary :Polish designers of 20 th century“,“Polish Symbols“,“The history of Polish Diplomacy“, ‘Skarbow Polski. Treasure of Poland”.
ვარშავაში მოქმედმა „კაზიმირ პულასკის ფონდმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს – „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო 6 დეკემბერს მიანიჭა.
გენერალ პულასკის ფონდი „თავისუფლების რაინდის“ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს: თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.